fbpx

როგორ მივიღო ფრენის კომპენსაცია? – თქვენი უფლებები

FlyBack - ფრენის კომპენსაცია > Blog > Uncategorized @ka > როგორ მივიღო ფრენის კომპენსაცია? – თქვენი უფლებები

როგორ მივიღო ფრენის კომპენსაცია?

 

თუ ხშირად მოგზაურობ, ტურისტული ან საქმიანი მიზნით, შენ უკვე მიჩვეული იქნები აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე მისვლას, პარსპორტ და ბარგის კონტროლის გავლას. ეს სტანდარტული პროცედურებია და ხანდახან დამღლელიც, თუმცა ბევრად უფრო სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს მოგზაურობა თუ რეისი დაგვიანდება ან გაუქმდება საერთოდ. მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი შესაძლებელია გახდეს ფინანსური ზარალის მიზეზი.

 

 

ევროკავშირის რეგულაცია

ევროკავშირი

სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა 2004 წელს მიიღო რეგულაცია მგზავრთა უფლებების დასაცავად, რომლის მიხედვითაც თუ თქვენ მგზავრობდით ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიით ან რეისი ხორციელდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, და ფრენის დაგვიანების ან გაუქმების გამო დანიშნულების ადგილას ჩახვედით მინიმუმ 3 საათის დაგვიანებით, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ კომპენსაცია 250-600 ევროს ოდენობით. 

ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიები: Wizz Air , Lufthansa , airBaltic , LOT Polish Airlines , Air France , Air Malta , Alitalia , easyJet და სხვა..

ასევე წაიკითხეთ: კომპენსაცია ყველა ავიაკომპანიის ფრენაზე? (დეტალური განხილვა)

 

საქართველოსა და თურქეთის კანონმდებლობა- ფრენის კომპენსაცია

საქართველოსა და თურქეთის კანონმდებლობა

გარდა ევროკავშირის რეგულაციისა, 2012 წელს საქართველომ და თურქეთმაც მიიღეს რეგულაცია მგზავრთა უფლებების დასაცავად, თუმცა ევროკავშირის რეგულაციისგან განსხვავებით, თქვენ არ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია დაგვიანებული ფრენისთვის. საქართველოსა და თურქეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს კომპენსაციის მოთხოვნას მხოლოდ ფრენის გაუქმებისას.

ხოლო კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია თუ ფრენა ხორციელდებოდა საქართველოდან ან თურქეთიდან ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით ან ნებისმიერი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით თურქული ავიაკომპანიის მიერ ან თურქეთის შიდა ტერიტორიაზე ან ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ქართული ავიაკომპანიის მიერ.

 

ფრენის კომპენსაცია გაუქმებული და დაგვიანებული ფრენისთვის / ევროკავშირის რეგულაცია - საქართველოს კანონმდებლობა - თურქეთის კანონმდებლობა

თქვენი უფლებების შეჯამება

კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ⮟

თქვენი ფრენა დაგვიანდა, დანიშნულების ადგილას ჩახვედით მინიმუმ 3 საათიანი დაგვიანებით და სრულდება ერთ-ერთი კრიტერიუმი:

– ფრენა ხორციელდებოდა ევროკავშირიდან ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით

– ფრენა ხორციელდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან ევროკავშირის მიმართულებით ევროპული ავიაკომპანიის ან Turkish Airlines-ის მიერ (მაგალითად: ქუთაისი-პარიზი ან თბილისი-ვარშავა ან თბილისი-სტამბოლი-ბარსელონა)

– ფრენა ხორციელდებოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის

 

თქვენი ფრენა გაუქმდა და რეისი აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:

– ფრენა სრულდებოდა საქართველოდან, ევროკავშირიდან ან თურქეთიდან ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით

– ფრენა სრულდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან ევროკავშირის მიმართულებით ევროპული ავიაკომპანიის მიერ

– ფრენა სრულდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ქართული ავიაკომპანიის მიერ

– ფრენა სრულდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით თურქული ავიაკომპანიის მიერ

– ფრენა სრულდებოდა თურქეთის შიდა ტერიტორიაზე

 

კომპენსაციის ოდენობა

კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დანიშნულების ადგილამდე საფრენი კილომეტრების რაოდენობით:

ფრენის კომპენსაციის ოდენობა

მაგალითად თუ თქვენი რეისი იყო ქუთაისი-ბარსელონა, თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია 400 ევრო. ან თუ რეისი იყო თბილისი-ვარშავა-ლონდონი, კომპენსაცია იქნება 600 ევრო.

კომპენსაციის ოდენობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს თქვენი ბილეთის ფასი, რადგან კომპენსაცია გაიცემა თქვენი დაკარგული დროის ასანაზღაურებლად, რომელიც გამოწვეული იყო ფრენის დაგვიანების, გადადების ან გაუქმების დროს. ეს ნიშნავს რომ ყველა მგზავრს, რომელსაც აქვს ავიაბილეთი შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია.

 

რას ნიშნავს ფრენის დაგვიანება და ფრენის გაუქმება?

იმისთვის რომ კანონმებლობაზე დაყრდნობით შეგეძლოთ კომპენსაციის მოთხოვნა, საჭიროა ფრენის დაგვიანების ან გაუქმების დროს სრულდებოდას გარკვეული კრიტერიუმები.

ფრენის დაგვიანება: დანიშნულების ადგილას ჩასვლა უნდა იყოს დაგვიანებული მინიმუმ 3 საათით

ფრენის გაუქმება: კომპენსაციის მოთხოვნის უფლება გაქვთ მხოლოდ მაშინ თუ ავიაკომპანიამ არ შეგატყობინათ ფრენის გაუქმების შესახებ მინიმუმ 14 დღით ადრე. თუ აეროპორტში მოგცათ ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ახალი ბილეთი, ახალი რეისის ნომრით, ეს ასევე შეიძლება ჩაითვალოს თავდაპირველი ფრენის გაუქმებად.

ასევე აუცილებელი კრიტერიუმია ორივე შემთხვევაში, რომ პრობლემის მიზეზი იყოს ავიაკომპანია

 

 

3 წელი - ფრენის კომპენსაცია

ძველი რეისები – ხანდაზმულობა

რეისის დაგვიანების ან გაუქმების შემდეგ თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ფრენის კომპენსაცია საშუალოდ 3 წლის განმავლობაში, რაც ასევე ნიშნავს რომ კომპენსაციის მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ ახალ რეისზე, არამედ ყველა რეისზე რომელიც შესრულდა საშუალოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში. 

თუმცა კონკრტულად რამდენი წლის განმავლობაში შეგიძლიათ კომპენსაციის მიღება დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაზე, იხილეთ სრული სია:

1 წელი – საქართველო, თურქეთი, ბელგია, პოლონეთი

2 წელი – ისლანდია, ნიდერლანდები, ლატვია, სლოვაკეთი, სლოვენია, შვეიცარია, იტალია

3 წელი – ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ნორვეგია, ლიეტუვა, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი

5 წელი – ბულგარეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ესპანეთი

6 წელი – კვიპროსი, ირლანდიის რესპუბლიკა, გაერთიანებული სამეფო

10 წელი – ლუქსემბურგი

უსასრულობა – მალტა

 

რამდენი დრო სჭირდება კომპენსაციის მიღებას?

 

 

როგორ მივიღო ფრენის კომპენსაცია?

როგორ მივიღო ფრენის კომპენსაცია?

თუ თქვენი რეისი აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს, მაშინ უკვე შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან კომპენსაციის მიღება აღარ არის პრობლემა.

საჭიროა მხოლოდ შეავსოთ FlyBack-ის აპლიკაციის ფორმა, რომელსაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და დაელოდოთ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

დიახ, კომპენსაციის მიღება ასეთი მარტივია. თქვენი მხრიდან მხოლოდ აპლიკაციის შევსება და მცირეოდენი მოთმინებაა საჭირო, რათა FlyBack-ის გუნდმა იურიდიულად მოითხოვოს და მიიღოს კომპენსაცია ავიაკომპანიისგან.

 

აპლიკაცია

აპლიკაციის შევსება

აპლიკაციის შესავსებად დაგჭირდებათ მხოლოდ ბილეთისა და პასპორტის სურათი. ხოლო მათზე დატანილი ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ ჩვენს აპლიკაციაში.

აპლიკაციის შევსების დროს გაითვალისწინეთ:

1. აპლიკაცია უნდა შეავსოს მგზავრმა ინდივიდუალურად. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მეგობარს/ოჯახის წევრს აპლიკაციის შევსებაში, თუმცა ხელმოწერა აუცილებელია ეკუთვნოდეს მგზავრს.

2. აპლიკაციას ავსებთ თავდაპირველი რეისისთვის. თუ მაგალითად თქვენი რეისი დაგვიანდა ან გაუქმდა და ავიაკომპანიამ გადაგიცვალათ ბილეთები შემდეგ რეისზე. თქვენ აპლიკაცია უნდა შეავსოთ პირველი რეისისთვის, რომელზეც რეალურად შეგექმნათ პრობლემა.

3. თუ მგზავრი არის არასრულწლოვანი, მისი აპლიკაციის შევსების უფლება აქვს მშობელს.
• მშობელმა ხელი უნდა მოაწეროს მინდობილობას აპლიკაციის ბოლოს
• დამატებითი ინფორმაციის სექციაში უნდა მიუთითოს რომ ბავშვის ნაცვლად აწერს ხელს და მშობლის სახელი,გვარი როგორც ეს პასპორტშია მითითებული

არ ხართ დარწმუნებული გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია? დაგვიკავშირდით ან შეავსეთ ჩვენი აპლიკაციის ფორმა და ჩვენ შევამოწმებთ ^_^