უკვე იცით, რომ ფრენის დაგვიანების, გაუქმების ან გადადების შემთხვევაში შეგიძლიათ მოვითხოვოთ კომპენსაცია 600 ევრომდე , თუმცა ხშირად კომპენსაციის მიღების სხვადასხვა წესებისა და კრიტერიუმების მიღმა მგზავრისთვის რთულია დაადგინოს შესაძლებელია თუ არა კომპენსაციის მოთხოვნა. ამიტომ შევადგინეთ საქართველოში ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიების სია და ჩამოვთვალეთ გარემოებები, როცა თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია FlyBack.Ge-ს საშუალებით კონკრეტული ავიაკომპანიის რეისზე პრობლემის შექმნის შემთხვევაში.

Wizz Air
კომპენსაციის მიღება შესაძლებელია თუ ფრენა დაგვიანდა, გაუქმდა ან გადაიდო, დანიშნულების ადგილას ჩახვედით მინიმუმ 3 საათიანი დაგვიანებით და სრულდება ერთ-ერთი კრიტერიუმი:
– ფრენა ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან
– ფრენა ხორციელდება ნებისმიერი ქვეყნიდან ევროკავშირის მიმართულებით

Turkish Airlines
კომპენსაციას მოითხოვთ თუ ფრენა დაგვიანდა, დანიშნულების ადგილას ჩახვედით მინიმუმ 3 საათიანი დაგვიანებით და სრულდება ერთ-ერთი კრიტერიუმი:
– ფრენა ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან
თუ ფრენის გაუქმება და სრულდება ერთ-ერთი კრიტერიუმი:
– ფრენა ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან
– ფრენა ხორციელდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით
– ფრენა ხორციელდებოდა თურქეთის შიდა ტერიტორიაზე

LOT Polish Airlines
შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია ყველა რეისზე, რომელიც დაგვიანდა მინიმუმ 3 საათით ან გაუქმდა და სრულდება ერთ-ერთი კრიტერიუმი:
– ფრენა სრულდებოდა ევროკავშირიდან ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით
– ფრენა სრულდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან ევროკავშირის მიმართულებით

Fly Dubai
ფრენის კომპენსაციას მიიღებთ ფრენის დაგვინების ან გაუქმების შემთხვევაში თუ:
– ფრენა ხორციელდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან

airBaltic
კომპენსაციის მიღებას შეძლებთ ფრენის დაგვიანების, გაუქმების ან გადადების შემთხვევაში თუ სრულდება რომელიმე კრიტერიუმი:
– რეისი სრულდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან
– რეისი სრულდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან ევროკავშირის მიმართულებით

Pegasus Airlines
კომპენსაციას მოითხოვთ თუ ფრენა დაგვიანდა, დანიშნულების ადგილას ჩახვედით მინიმუმ 3 საათიანი დაგვიანებით და სრულდება ერთ-ერთი კრიტერიუმი:
– ფრენა ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან
თუ ფრენის გაუქმება და სრულდება ერთ-ერთი კრიტერიუმი:
– ფრენა ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან
– ფრენა ხორციელდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით
– ფრენა ხორციელდებოდა თურქეთის შიდა ტერიტორიაზე

Lufthansa
ფრენის კომპენსირება შესაძლებელია თუ რეისი დაგვიანდა, გადაიდო ან გაუქმდა, დანიშნულების ადგილას ჩახვედით მინიმუმ 3 საათის დაგვიანებით და ფრენა ექვემდებარება ერთ-ერთ კრიტერიუმს:
– ფრენა სრულდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან ევროკავშირის მიმართულებით
– ფრენა სრულდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან

Air Cairo
ფრენის კომპენსაციას მიიღებთ ფრენის დაგვინების ან გაუქმების შემთხვევაში თუ:
– ფრენა ხორციელდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან

Air France
კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია ყველა ფრენისთვის რომელიც დაგვიანდა ან გაუქმდა, დანიშნულების ადგილას ჩახვედით მინიმუმ 3 საათიანი დაგვიანებით და სრულდება ერთ-ერთი კრიტერიუმი:
– ფრენა სრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან
– ფრენა ხორციელდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან ევროკავშირის მიმართულებით
ეს არის არასრული ჩამონათვალი და ფრენის კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია ნებისმიერი ავიაკომპანიის რეისისთვის, რომელიც აკმაყოფილებს კომპენსაციის მიღების კრიტერიუმებს. გაიგეთ მეტი თქვენი უფლებებისა და კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ ჩვენი ბლოგპოსტიდან: როგორ მივიღო ფრენის კომპენსაცია? – თქვენი უფლებები
არ ხართ დარწმუნებული გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია? შეავსეთ ჩვენი აპლიკაციის ფორმა და ჩვენ შევამოწმებთ ^_^
